ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 იანვარს

© photo: Sputnik / Stringerღრუბლები თბილისის თავზე - კომპლექსი King David
ღრუბლები თბილისის თავზე - კომპლექსი King David - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სამშაბათს დღის განმავლობაში 2 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 16 იანვარს სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს ვარაუდობენ.

ღამით თბილისში სუსტი თოვლია მოსალოდნელი. დილისათვის ნალექი შეწყდება და დღის განმავლობაში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. 

მზე 08:25 საათზე ამოვა.

ჰაერის ტემპერატურა ღამითაც და დღისითაც თითქმის ერთნაირი იქნება — ღამით მინიმუმ პლუს 1 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 2 გრადუსი სითბო.

ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა — 17:56 საათზე.


ყველა ახალი ამბავი
0