თურქეთში მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდნას გადაურჩა

© REUTERS / Muhammed Kacar / Dogan News Agencyთვითმფრინავი Boeing 737-800
თვითმფრინავი Boeing 737-800 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის შედეგად მგზავრები და ეკოპაჟის წევრები არ დაშავებულან

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა: ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში საფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ლამის ზღვაში ჩავარდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ თურქეთის მედიაზე დაყრდნობით.

თვითმფრინავის ფოტოები, რომელიც ესესაა ზღვაში ჩავარდებოდა, ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ანკარა-ტრაპიზონის რეისით მიმავალი Boeing 737-800-მა 13 იანვარს გვიან ღამით აეროპორტში დაშვება განახორციელა და მოტრიალება დაიწყო. Aviationdaily✈️الطيران يوميآ (@Aviationdailyy) January 14, 2018

თუმცა მანევრის დროს მოხდა რაღაც შეფერხება, თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და კინაღამ ზღვაში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ბორტზე 162 მგზავრი და ეკოპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

მაშველებმა განახორციელეს სასწრაფო ევაკუაცია, რადგან თვითმფრინავი სველ გრუნტზე არასტაბილურ მდგომარეობაში იყო.

აეროპორტის წარმომადგენელთა თქმით, Boeing-ს კიდევ 10 მეტრი რომ გაევლო ციცაბო ფერდობზე, ის ზღვაში ჩავარდებოდა. ამ შემთხვევაში ინციდენტი სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა. ძნელი წარმოსადგენია, რა გადაიტანეს მგზავრებმა და ეკიპაჟმა.

ავარიის გამო 14 იანვარს აეროპორტი დილის 8 საათამდე არ იღებდა რეისებს. ამჯამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


ყველა ახალი ამბავი
0