სამართალდამცველებმა მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში  39 წლის მამაკაცი განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0