თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 14 იანვარს ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, სცენოგრაფისა და ფერმწერის — მურაზ მურვანიძის გამოფენა იხსნება, ნათქვამია მუზეუმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მურვანიძე საახალწლო დეკორის ავტორია თავისუფლების მოედანსა და მთაწმინდაზე ბომბორას პარკში.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და რუსული სამხატვრო აკადემიის უცხოელი წევრის ნამუშევრების გამოფენა ერთი თვეს გასტანს.
თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მურაზ მურვანიძე — საბალეტო, ოპერისა და დრამატული სპექტაკლებისთვის დეკორაციების ავტორია. მან განავითარა ქართული და რუსული თეატრის ოსტატების საუკეთესო აკადემიური ტრადიციები, კოლორიტულ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებში გამოირჩევა ნოვატორული გამომგონებლობით.
უამრავი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მურვანიძე აფორმებს სპექტაკლებს მუსიკალურ და დრამატულ თეატრებში, დიდი სკულპტურული კომპოზიციებისთვის ქმნის მაკეტებს. მეუღლესთან, ოპერისა და ბალეტის თბილისის თეატრის ბალერინა მაკა მახარაძესთან ერთად გადაღებულია ფილმში „მოცურავე“.