თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashvili51-ე საჯარო სკოლა
51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში,  მელიქიშვილის გამზირზე, 51-ე სკოლის პირველ სართულზე  ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით,  ცეცხლი პირველ სართულზე, კიბის უჯრედში, სკოლის ინვენტარს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში  აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ბილ და ჰილარი კლინტონები - Sputnik საქართველო
ხანძარი ექს-პრეზიდენტის მამულში:კლინტონების სახლში ცეცხლი ჩამქრალია

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია სკოლის ინვენტარი და დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართობი.

ერთ-ერთი ვერსიით, აალება, სავარაუდოდ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც  „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში  განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0