ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობამ პრობლემები შექმნა

© photo: The Roads Department of Georgia / FBგზის თოვლისგან გაწმენდა
გზის თოვლისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებებში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ამავე გზის 134-135 კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვის გამო პრობლემები შეიქმნა ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზეც. 38-62 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0