ჩატაევის დახმარებისთვის ბრალდებული საპატიმროში მოათავსეს

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტების დახმარებისთვის საქართველოში ხუთ ადამიანს დასდეს ბრალი. ერთი მათგანი სპეცოპერაციისას დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ზურაბ იდოიძეს, რომელსაც ბრალად ედება ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარება, აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იდოიძე ქალაქ ახმეტაში 9 იანვარს დააკავეს, ხოლო მეორე დღეს წაუყენეს ბრალი სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები.

რეანიმაციული განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილი

ტერორისტის დახმარებისთვის მანამდე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე — თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, რომელიც თითქმის ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარების მიზნით ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში და ხსენებული დაჯგუფება ჩატაევთან ერთად ხოფაში მდებარე დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ავტომობილით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხალი აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. კიდევ ერთი თანამზრახველი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს. მოგვიანებით, 26 დეკემბერს საქართველოში ტერორისტების დახმარებისთვის ბრალდებულების დაკავების კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა.

ტერორიზმში ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეები არიან, ხოლო მათ დახმარებაში ბრალდებულები — საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერაქტებს საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ გეგმავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0