ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ანა ნაცვლიშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ანა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული კანონები ძალაში შევა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და საზოგადოებამ აქტიურად მიადევნის თვალყური მათ დანერგვასა და შესრულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ 2017 წლის დეკემბერში მიღებულ კანონებს მოაწერა ხელი, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები. 

„მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა ორმოცამდე კანონს“, — განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განსაკუთრებით გამოყო ის ცვლილებები, რომლებიც გაზრდის და დაიცავს საავტორო უფლებების სტანდარტებს და ასევე ის კანონები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ მეტად ეფექტურსა და კოორდინირებულს გახდის.  

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული კანონები ძალაში შევა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და საზოგადოებამ აქტიურად მიადევნის თვალყური მათ დანერგვასა და შესრულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.  

ყველა ახალი ამბავი
0