გაყინული ნიაგარის ჩანჩქერი — ეს შთამბეჭდავი სანახაობა, რომელმაც ტურისტების დიდი რაოდენობა მიიზიდა. იხილეთ ფოტომასალაში, თუ როგორ გამოიყურება ნიაგარის ჩანჩქერი ზამთარში.
ნიაგარის ჩანჩქერი — ეს არის ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე ნიაგარაზე, რომელიც აშშ-ის ნიუ-იორკის შტატს კანადიც პროვინცია ონტარიოსგან გამოყოფს. წელს ცნობილმა ალპინისტმა უილ გადმა გადაწყვიტა გაყინული ჩანჩქერი დაეპყრო. მის უკან ჩანჩქერზე ყოველ წუთში 150 000 ტონა წყალი მიედინება 113 კმ/სთ სიჩქარით, რაც ოთხი ათასი სატვირთოს შეჯახების ენერგიის ტოლია.

ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა შტორმი "გრეისონის" და ანომალიური სიცივის დროს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე

ექსტრემალმა უილ გადმა, რომელსაც "მწვერვალების დამპყრობელს" უწოდებენ, გადაწყვიტა გაყინული ნიაგარის ჩანჩქერი დაეპყრო მხოლოდ ორი წერაყინის საშუალებით

კანადელი ალპინისტი უილ გადი უკვე ცნობილია სხვადასხვა მწვერვალების რეკორდულ დროში დაპყრობით

უილ გადი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც ნიაგარის ჩანჩქერის დაპყრობა შეძლო

გადმა გაყინული მდინარის ძირიდან დაიწყო ცოცვა და გოატ აილენდის მოედანზე ავიდა

გადმა ყინულზე დაახლოებით 43 მეტრი გაიარა, მისი მარშრუტი ზუსტად დაემთხვა აშშ-ისა და კანადის საზღვარს. ეს სპორტსმენისთვის საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან ის ორივე ქვეყნის მოქალაქეა - უილი კოლორადოს შტატში დაიბადა, თუმცა უკვე დიდი ხანია კანადის პროვინცია ალბერტაში ცხოვრობს

ნიაგარის ჩანჩქერი - ეს არის ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე ნიაგარაზე, რომელიც ნიუ-იორკს კანადიც პროვინცია ონტარიოსგან გამყოფს

ნიაგარის ჩანჩქერი ყველაზე დიდია ჩრდილოეთ ამერიკაში. ფოტოზე - ტურისტები გაყინული ნიაგარის ხედით ტკბებიან

ბუნების  ამ საოცრების სილამაზემ მთელი მსოფლიოდან მიიზიდა ტურისტები

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მდინარის ნაწილი გაიყინა, ჩანჩქერზე ყოველ წუთში 150 000 ტონა წყალი მოედინება 113 კმ/სთ სისწრაფით, რაც ოთხი ათასი სატვირთოს შეჯახების ენერგიის ტოლია

11/16
© Aaron Lynett
ჩანჩქერის სიმაღლე 52 მეტრია, თუმცა "ამერიკან ფოლზის" წყალვარდნის სიმაღლე მხოლოდ 21 მეტრია, ვინაიდან წყალი 1954 წელს მეწყრის შედეგად ჩამოყრილ ქვებზე ესხმევა

ნიაგარის ჩანჩქერის ძირში 4,4 გიგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებია აშენებული

ჩანჩქერი ვისკონსინის გაყინვის შედეგად წარმოიქმნა, რაც დაახლოებთ 6 000 წლის წინ დასრულდა

ჩრდილოამერიკული დიდი ტბები და მდინარე ნიაგარა არის ბოლო ყინულოვანი ფარის აქტივობის შედეგი, რომელიც აღმოსავლეთ კანადის ტერიტორიიდან დაიძრა

მყინვარი ბულდოზერის მსგავსად გადაადგილდებოდა და ქვებსა და ნიადაგს ადგილსა და ფორმას უცვლიდა. ზოგ მონაკვეთზე კალაპოტი გაფართოვდა, ზოგგან წარმოიქმნა ბუნებრივი აუზი, ზოგგანაც წამოყოლილი ქვების გამო კალაპოტი რამდენიმე შტოდაც გაიყო რამდენიმეგან

ყინულის გალღობის შემდეგ, დიდი ტბების წყალი მდინარე ნიაგარას გამოყვა