უმუშევარი ექიმები: იაშვილის კლინიკიდან 87 თანამშრომელი დაითხოვეს

© FB / Central Children's Hospitalიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაშვილის კლინიკაში ინფრასტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია ჩატარდა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის შედეგად 87 თანამშრომელი დაითხოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითოეულ თანამშრომელს გათავისუფლების მიზეზები გააცნეს. უმოკლეს ვადებში გადაირიცხა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.

რესპირატორული დაავადება ქალებსა და მამაკაცებში - Sputnik საქართველო
„მამაკაცური“ და „ქალური“ გრიპი: რატომ ერევა ვირუსები კაცებს უფრო ადვილად

კლინიკაში ინფრასტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია ჩატარდა. კერძოდ, დაემატა ახალი სერვისები, რამდენიმე დეპარტამენტი გაერთიანდა და სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა.

შიდა საორგანიზაციო-სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანია — სამედიცინი სერვისევის გაუმჯობესება და მაღალხარისხიანი, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების გაწევა.

იაშვილის კლინიკა 1996 წელს დაარსდა, მას შემდეგ ის საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბავშვთა კლინიკად რჩება. კლინიკა 250 პაციენტზეა გათვლილი, მასში სტაციონარული, ამბულატორული და გადაუდებელი განყოფილება ფუნქციონირებს.


ყველა ახალი ამბავი
0