უჩვეულო საახალწლო მორთულობა: სათამაშოები გარდაცვლილთა ფერფლით

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ნაძვის ხე სათამაშოებით
საახალწლო ნაძვის ხე სათამაშოებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისებური უნიკალურობის მიუხედავად, სათამაშოები კარგად იყიდება

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ბრიტანეთის მკვიდრი შირლი ჰოლდსუორთი გარდაცვილი ადამიანების ფერფლს ახლობლების ხსოვნის ნიშნად საახალწლო სათამაშოებში ათავსებს, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.

ქალი ფერფლით სავსე პატარა ჭურჭელს გულის ფორმის გამჭვირვალე ფორმაში ათავსებს, მასზე გარდაცვლილის სახელს აწერს და სათამაშოს ბუმბულით ავსებს. მისი თქმით, მან უკვე 75 მსგავსი სათამაშო დაამზადა.

2018 წლის პირველი ახალშობილი - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქარი: საქართველოში 2018 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

„თავიდან ეს უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ამას შევეჩვიე. განსაკუთრებულ პატივად მიმაჩნია შევინახო ის, რაც ჩვენ საყვარელი ადამიანებისან დაგვრჩა“, — ამბობს ის.

შირლიმ ნაძვის ხისთვის უჩვეულო სათამაშოების გაკეთება 2016 წლის მაისში მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მაგრამ მათ ადგილობრივებისთვისაც აკეთებს და ფულის შოვნას ამით სულაც არ ცდილობს — მისი თქმით, ის მხოლოდ მასალების ღირებულების ოდენობის საფასურს იღებს.

ქალი აკეთებს სათამაშოებს ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები ან შინაური ცხოველებიც, მაგალითად, ძაღლები. თუმცა დედა ქალიშვილის გატაცებას არ იწონებს და საკუთარი ქმრის ფერფლით სათამაშოს მიღება არ სურს. 


ყველა ახალი ამბავი
0