საქართველოდან თურქეთისკენ საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთმა უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის სიხშირის კონტროლი გაამკაცრა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. 2018 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთი საათით გადაკვეთს თურქეთის ტერიტორიის საზღვარს, ეს ქვეყანაში ერთდღიან ვიზიტად ჩაეთვლება, ნათქვამია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათში.

თურქეთმა უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის სიხშირის კონტროლი გაამკაცრა. აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში არ ფიქსირდებოდა და, შესაბამისად, არ აკლდებოდა უვიზოდ სარგებლობის 90-დღიან უფლებას.

„2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს", — ნათქვამია საინფორმაციო ბარათში.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
უვიზოდ 99 ქვეყანაში, ანუ როგორ იზრდება ქართული პასპორტის ფასი

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სავიზო თუ უვიზო რეჟიმით, 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით არ შეუძლიათ. 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების შემთხვევაში კი მათ მოუწევთ ბინადრობის უფლების მიღება. შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება.

შესაბამისად, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, ნახევარი წლის განმავლობაში თურქეთის საზღვრის მაქსიმუმ 90-ჯერ გადაკვეთის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის ოფიციალური ბინადრობის უფლების მოპოვება დასჭირდებათ.

2011 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზო რეჟიმით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ.

ქართული პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 99 ქვეყანაშია შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0