რჩევები წვეროსნებს - ყველაფერი წვერის მოვლის შესახებ

CC0 / Pixabay / nastya_gepp / წვეროსანი
წვეროსანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვერის მოვლისთვის აუცილებელი ატრიბუტებია: ზეთი, ცვილი, შამპუნი, ჯაგრისი და აქსესუარები

წვეროსნების წვერ-ულვაში რამდენადაც მიმზიდველი და ლამაზია, იმდენად რთული მოსავლელია. თუ მკითხველი წვერის გაზრდას და მოვლას გადაწყვეტს, ან უბრალოდ წვეროსნისთვის საჩუქარს ეძებთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ წვერის მოვლა, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან წვერს სახის კანთან აქვს უშუალო შეხება.

ბევრ წვეროსანს ჰგონია, რომ მხოლოდ დაბანაა საკმარისი წვერის მოვლისთვის, ეს შეცდომაა. წვერის მოვლის საშუალებების კომპანია Beard.ge —ს კონსულტანტი გიორგი აბუაშვილი „Sputnik საქართველოს” მკითხველს რეკომენდაციას აძლევს თუ როგორ მოვუაროთ ხშირ, უხეშ, ხუჭუჭა, თხელ და სწორ წვერს.

CC BY 2.0 / Tools of Men / Beard Oil vs Beard Balmწვერის ზეთი და ბალზამი
წვერის ზეთი და ბალზამი - Sputnik საქართველო
წვერის ზეთი და ბალზამი

ზეთები

წვეროსნისთვის ზეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარეა წვერის მოვლისას, რადგან იმ საჭირო ნატურალურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც უზრუნველყოფენ წვერის დარბილებას, გაჯანსაღებას, ასევე ზრუნავს სახის კანზე არ აძლევს კანს გამოშრობის საშუალებას, ეხმარება უფრო ჯანსაღი წვერის ზრდაში. ზეთი მცირედით წვერის ზრდასაც უწყობს ხელს, თუმცა ეს უკვე ძირითადად გენეტიკაზეა დამოკიდებული.

ზეთებს გააჩნიათ რეცეპტები, მაგალითად ზეთი შესაძლოა იყოს: აბუსალათინი, არგანი, სეზამის მარცვლების, ავოკადოს და ა.შ და შეიცავს სხვადასხვა ეთერზეთებს, რომლებიც აძლევს განსხვავებულ და სასიამოვნო სურნელს. წასმისას ისინი პარფიუმის ეფექტს და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.

სახის დაბანის შემდეგ ტენიან წვერზე უნდა წავისვათ რამდენიმე წვეთი ზეთი. წვეთების რაოდენობა დამოკიდებულია წვერის სიგრძეზე, მაგალითად პატარა წვერს ესაჭიროება 2-3 წვეთი, საშუალო წვერს 4-6, ხოლო  დიდ წვერს 6+. ეს მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ზეთი განაწილდეს წვერზე. მარტივად: დავიწვეთოთ ხელზე, გადავანაწილოთ და შევიზილოთ წვერზე. ამის შემდეგ წვერის დალაგებისთვის კარგია სავარცხლით და ჯაგრისით დავარცხნა.

CC BY 2.0 / Tools of Men / Beard Comb vs Brushწვერის სავარცხელი და ჯაგრისი
წვერის სავარცხელი და ჯაგრისი - Sputnik საქართველო
წვერის სავარცხელი და ჯაგრისი

წვერის დავარცხნა

წვერის დავარცხნისთვის არსებობს ჯაგრისები და სავარცხლები. ჯაგრისები ყველა ტიპის წვერს ერგება და ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა. ჯაგრისები წვერს ეხმარება დალაგებაში, ასევე ზეთი შეგვიძლია ჯაგრისით ეფექტურად გადავანაწილოთ წვერზე. ჯაგრისები ძირითადად მზადდება მუხის ხისგან და გარეული ტახის ჯაგრისგან. გადამუშავებული ჯაგარი უზრუნველყოფს წვერის იდეალურ დავარცხნას და კანსაც ერთგვარ მასაჟორად ადგება.

სავარცხლები სხვადასხვა ტიპისაა. თუ წვერი სქელი და ოდნავ ხვეულია, მისთვის რეკომენდირებულია სავარცხელი, რომელსაც კბილები ერთმანეთთან ფართოდ აქვს დაშორებული, რადგან დავარცხნისას არ დააზიანოს წვერი. სწორ და შედარებით თხელ წვერს ერთმანეთთან ახლოს მდებარე კბილებიანი სავარცხელი უფრო დაეხმარება, რადგან უფრო ეფექტურად და სრულყოფილად დავარცხნის.

სავარცხლები სპეციალურად მზადდება წვერისთვის. მათი ბოლოები დამუშავებულია, რათა წვერს მოერგოს და კარგად დავარცხნოს. სავარცხლები მზადდება როგორც სანდალის ხისგან ასევე მუხა, ბამბუკი, კაკალი და ა.შ ასევე არსებობს პლასტმასის სავარცხლები, რომლებსაც ხელით ამზადებენ და იდეალურია წვერისთვის. წვერს დავარცხნასთან ერტად დაბანაც სჭირდება.

წვერ-ულვაშიანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გალაკტიონს წვერი რომ არ ჰქონოდა...

დასაბანი საშუალებები

ზოგ წვეროსანს ჰგონია, რომ წვერის მოვლა ჩვეულებრივი ქიმიური საპონითა და შამპუნით არის შესაძლებელი, რაც შეცდომაა. მართალია ქიმიური საპონი და შამპუნი წმენდს წვერს მაგრამ უფრო დიდ ზიანს აყენებს, რადგან სახის კანის გარსი  ვერ უძლებს მსგავს ქიმიკატებს რაც იწვევს მის დაზიანებას, გამოშრობას და ხშირად წვერი მტვრევადი ხდება. მსგავსი ქიმიკატები ასევე ქერტლს უჩენს წვერს. წვერის მოვლისთვის აუცილებელია არგანის ზეთებსა და სხვადასხვა ნატურალურ წყალმცენარეებზე დამზადებული საპონი და შამპუნი, რომლებიც უზრუნევყოფს წვერის დარბილებას და უსაფრთხო დაბანას.

გარდა ამისა, წვერს პერიოდულად ბალზამი და ცვილი სჭირდება. 

CC BY 2.0 / Tools of Men / Carrier and Essential Oil Used To Make Your Own Beard Oil Recipeწვერის მოვლის საშუალებები
წვერის მოვლის საშუალებები - Sputnik საქართველო
წვერის მოვლის საშუალებები

ბალზამები და ცვილები

წვერის ბალზამები არის ცვილის კონსისტენციის და მისი ფუნქციაა წვერს დარბილებაში დაეხმაროს და მიანიჭოს მცირე ფიქსაცია, რათა წვერი დაულაგებელი არ იყოს.

ცვილს ბალზამისგან განსხვავებით დარბილების ფუნქცია არ გააჩნია, თუმცა უფრო ძლიერ ფიქსაციას ანიჭებს.

ულვაშის ცვილი ამ ორ საშუალებაზე უფრო ძლიერი ფიქსაციით გამოირჩევა, რადგან შეუძლია ულვაშს სასურველი ფორმა მისცეს და ეხმარება წვერი დააყენო ისე, როგორც სალვადორ დალის ჰქონდა. ულვაშის ცვილს განცალკევებით მოვიხსენიებთ მისი განსაკუთრებული სიძლიერის ფიქსაციის გამო, რომელსაც წვერის გახმობა შეუძლია.

ეს პროდუქციებიც თავისთავად შეიცავენ არგანს, ჟოჟობას, აბუსალათინის და ამასთან ერთად დამატებული აქვთ შიის ცხიმი და ფუტკრის ცვილი, რაც  ცვილის კონსისტენციას უზრუნველყოფს.

აქსესუარები

წვერქანდაზი არის ასე ვთქვათ წინსაფარი, რომლის ერთ ბოლოს ვიმაგრებთ ყელზე, მეორე ბოლოს კი — ფანჯარაზე (ან სანრკეზე) და წვერის შესწორების დროს ნარჩენები იყრება შიგნით. წინსაფარი სპეციალური მატერიისგანაა დამზადებული, რომელიც წვერს არ იკრავს და მისი გადაყრა უფრო პრაქტიკული ხდება, რაც აბაზანაში გვინარჩუნებს ჰიგიენას.

ბევრი წვეროსანი სამართებლებს იყენებს, რადგან სამართებელი იდეალური საშუალებაა ყელის და ღაწვების მიდამოების გასასწორებლად. სამართებლის ფორმა ორჯერ უფრო აადვილებს ღაწვებისთვის ფორმის მიცემას. მისი საშუალებით წვერი ყელის მიდამოზეც ადვილი შესასწორებელი ხდება. წვერს აქვს ლიმიტი, რის შემდეგადაც შესწორებას საჭიროებს რომ ფორმაში იყოს და მოუვლელის შთაბეჭდილება არ დატოვოს, რაშიც გამოცდილი ბარბერებიც დაგეხმარებიან.

მოამზადა შოთა ნოზაძემ

 

ყველა ახალი ამბავი
0