ქოროღლის ციხე - თბილისში ახალი ტურისტული ბილიკი გაჩნდება

© FB / MtatsmindaDistrictქოროღლის ციხე
ქოროღლის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი ტურისტული მარშრუტები აქტიურად ვითარდება

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კოჯორში, შეიძლება, ქოროღლის ციხისკენ მიმავალი ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდეს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საკითხი მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.

„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც, ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა კირკიტაძემ.

© FB / MtatsmindaDistrictქოროღლის ციხე - თბილისში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება
Крепость Корогли – новая туристическая тропинка появится в столице Грузии - Sputnik საქართველო
ქოროღლის ციხე - თბილისში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

მისი თქმით, მთაწმინდის გამგეობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უკვე შეუდგა ამ საკითხზე მუშაობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს", — აღნიშნა კირკიტაძემ.

ქოროღლის ციხე ზღვის დონიდან 1250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ადრე მას „აგარათას", შუა საუკუნეებში კი „აზეულას" უწოდებდნენ. ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი" (აზერბაიჯანულად ქორ — ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა და აზეულას ტყეში თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება. ციხესიმაგრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. არქეოლოგების მონაცემებით, ის VIII—IX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0