თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა ინტერნეტ-სერვის Amazon-მა დააპატენტა დამატებითი რეალობის სარკე, რომელსაც ადამიანზე ნებისმიერი სამოსის მორგება და სხვადასხვა გარემოს იმიტირება შუძლია, იუწყება პორტალი GeekWire.
სიახლე ეფუძნება კამერების, პროექტორების, სარკეებისა და შუქების კომბინაციას, რომლებსაც რეალური დროის რეჟიმში მოძრავი გამოსახულებისთვის პიქსელების დამატება შეუძლია. ამგვარად, ადამიანის გამოსახულება ვირტუალურ სცენაზე სამოსის ვირტუალური ვერსიით მოთავსდება.
„ეს ვიზუალური დისპლეები შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის მიერ აღქმული სურათის შესაცვლელად, მაგალითად, ეკრანზე ობიექტების დამატების გზით, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ“, — ნათქვამია პატენტში.
— Hi-News.ru (@Hi_News_ru) January 6, 2018
დაკვირვების ამთვლელებმა და რთულმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ უნდა მართოს დისპლეი, რათა მომხმარებელმა რეალისტური შერეული გამოსახულება ნებისმიერი კუთხით იხილოს. სამოსი გამოჩნდება ნატურალურად, რადგან იმიტირებული იქნება მისი ფიზიკური თვისებები — ის იქნება მოქნილი, მოიკეცება, გაიჭიმება და ა.შ.
„როდესაც მომხმარებელი იყურება სარკეში, ის მასში ხედავს განათებული ობიექტების ანარეკლს და ასახვის ობიექტიდან გადაცემულ გამოსახულებებს, თანაც გადაცემული გამოსახულებები აღიქმება როგორც არეკლილი სცენის ნაწილი“, — ნათქვამია დოკუმენტში.
— TechRadar (@techradar) January 4, 2018
ამასთან დაკავშირებით ჭკვიან სარკეს შეუძლია წარმოადგინოს ფონისა და განათების სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად, ეს იქნება პლაჟის, ღამის კლუბისა ან სხვა რომელიმე ადგილის იმიტაცია. ეს დაეხმარება ადამიანს დააკვირდეს, როგორ მოუხდება მას სამოსი სხვადასხვა პირობებში.
Amazon-ი — ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უდიდესია საქონლისა და მომსახურების ინტერნეტით გაყიდვის კუთხით. ეს არის ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-სერვისი, რომელიც მასობრივი მოთხოვნის რეალური საქონლის გაყიდვაზეა ორიენტირებული.