მაშველებმა მდინარე რიონში ჩარჩენილი რამდენიმე მოქალაქე გადაარჩინეს

© photo: Sputnikადიდებული მდინარე
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარეში წყლის მოდიდების გამო წარმოქმნილ კუნძულზე ხუთი მოქალაქე იყო დარჩენილი. ისინი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მაშველებმა ხუთი ადამიანი ადიდებული რიონიდან გამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სოფელ ბაშიდან შეტყობინება შევიდა, რომ მდინარეში წყლის მოდიდების გამო წარმოქმნილ კუნძულზე 5 მოქალაქე იყო დარჩენილი. ისინი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ძლიერი წვიმა ხაშურში - Sputnik საქართველო
ხაშური მთელი ღამე სტიქიას ებრძოდა

მაშველებმა ხუთივე ადამიანი სამაშველო ტექნიკის გამოყენებით წყლიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

საქართველოში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო 10 იანვარს „112“-ში 400-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

საქართველოში ამინდი სამშაბათს გაუარესდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა უხვი ნალექი, არის ძლიერი ქარი, რამაც პრობლემები შექმნა. ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0