მაკასარაშვილი: მართვის მოწმობა 80 000 ადამიანს შესაცვლელი აქვს
„თუ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 აპრილამდე ვერ შეცვლით, ამის შესაძლებლობა ამ ვადის შემდეგაც საგამოცდო პროცედურების გავლის გარეშე გექნებათ, მაგრამ ამ პერიოდში ავტომობილის მართვის საშუალება არ გექნებათ“, — აღნიშნა მაკასარაშვილმა.
იმედა მაკასარაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, დამატებითი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლის პროცესი დროულად მოხდეს და არ დაელოდონ 1 აპრილის მოახლოებას.