ძლიერი ქარი თელავში – სახურავგადახდილი შენობები და დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

© Sputnik / STRINGERქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა
ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელაველებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე მთლიანად აღუდგებათ.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სტიქიამ თელავის რაიონი დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია rustavi2.

ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა, მათ შორის, მუსიკალურ სკოლასა და სტომატოლოგიურ კლინიკას. ასევე ქარმა წააქცია ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ზარალს დღის განმავლობაში დაითვლიან.

თბილისში ქარმა ხეები მოგლიჯა - Sputnik საქართველო
ქარმა თბილისში ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. როგორც „Sputnik–საქართველოს" ენერგოკომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას" პრეს–სამსახურში განუცხადეს, ტექნიკურმა სამსახურმა უკვე მოახერხა აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება და აბონენტებს სრულად ელექტროენერგია დღის ბოლომდე მიეწოდებათ.

„ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ასევე შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც — ფესვებიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, ასევე პარალიზებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0