გამარჯვების გარეშე, სამაგიეროდ თანხით: უეფა ქართულ გუნდებს თანხას გადაუხდის

გამოწერა
ევროთასების გათამაშებაში მონაწილე ოთხი ქართული კლუბი ინდივიდუალურად 8,5 ათას ევროს მიიღებს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik.  ქართული საფეხბურთო კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და  უეფას ევროპის ლიგის 2017/2018 წლის სეზონზე მიიღებენ მონაწილეობას, უეფასგან 34 ათას 160 ევროს მიიღებენ, ნათქვამია უეფას ვებ–გვერდზე.

თითოეული გუნდი, რომელიც ტურნირებიდან ერთში მონაწილეობდა, დაახლოებით 8,5 ათას ევროს მიიღებს. მიმდინარე სეზონზე ევროპულ არენაზე საქართველოს ოთხი კლუბი წარმოადგენდა – „სამტრედია“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში და „ტორბედო“ (ქუთაისი), „დინამო“ (ბათუმი) და „ჩიხურა“ (საჩხერე) – უეფას ევროპის ლიგაში. ყველა ქართულმა გუნდმა ასპარეზობა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დაასრულა. 

უეფას თასი - Sputnik საქართველო
უეფას 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა: შედეგები

აღნიშნულ თანხას ქართული კლუბები ორგანიზაციის მიერ 2016/2017 წლებში კლუბების მხრიდან „ფეარ–პლეის“  ფინანსური წესის დარღვევისთვის მიღებული ჯარიმებიდან შემოსული თანხების გადანაწილების საფუძველზე მიიღებენ. 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯარიმებიდან მიღებულის თანხის 80%  ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეებზე გადანაწილდება, ხოლო დარჩენილი 20%  იმ კლუბებზე, რომლებიც ტურნირს კვალიფიკაციის ეტაპიდან გამოეთიშნენ.

2016/2017 წლების  სეზონზე უეფამ  ჯარიმის სახით  მთლიანობაში დაახლოებით 6,4 მლნ ევრო მიიღო, ამ თანხის 80% (5,09 მლნ ევრო) 65 კლუბზე თანაბრად გადანაწილდება – დაახლოებით 78,3 ათასი ევრო თითოეულ კლუბზე.

მითითებული თანხის 20%–მა 1,3 მლნ ევრო შეადგინა, რომელიც გადანაწილდება 149 კლუბზე – 8,5 ათასი ევრო თითოეულ კლუბზე.

2018/2019 წლის სეზონზე საქართველო ევროპულ არენაზე ოთხი კლუბით წარდგება: „ტორბედო“ (ქუთაისი) ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, „დინამო“ (თბილისი), „სამტრედია“ და „ჩიხურა“ (საჩხერე) უეფას ევროპის ლიგაში იასპარეზებენ.


ყველა ახალი ამბავი
0