ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა

გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა დასავლეთ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თოვლის გამო ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 95-125 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით", — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0