რეკორდული ყინვები დაატყდა თავს აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს. იხილეთ ფოტომასალაში, როგორ გამოიყურება ნიუ-იორკისა და ამერიკის სხვა ქალაქების ქუჩები შტორმი „გრეისონის“ შემდეგ.
ექსტრემალურ ამინდს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აშშ-ში, ორის კი კანადაში. აშშ-ისა და კანადის ზოგიერთ რაიონში, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ვარაუდობს, ტემპერატურა —29 გრადუსამდე დაეცემა.

მამაკაცი საკუთარი მანქანის თოვლისგან გაწმენდას ცდილობს

ქვეითები ბრუკლინის ქუჩებში შტორმის შემდეგ

მამაკაცი თოვლის საწმენდის საშუალებით გზას ასუფთავებს პორტ-ვაშინგტონის ერთ-ერთ ქუჩაზე

ფეხით მოსიარულეები მანჰეტენზე თოვლიანი ქარიშხლის დროს

ქვეითები მანჰეტენზე ქარიშხალი გრეისონის დროს

ქალი მიდის ბრუკლინის რაიონში ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით

ხალხი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდება ფეხით ბრუკლინის ხიდზე შტორმი გრეისონის დროს

ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალი გაჩერებულ თვითმფრინავთან მუშაობს

მამაკაცებს მანჰეტენზე თოვლიან ამინდში ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიაქვთ საყიდლების კალათი

ხალხი ბრუკლინის დათოვლილ ქუჩებში

მამაკაცი ბრუკლინის ხიდზე შტორმის დროს

ხალხი ძლიერ ქარს და თოვლს ებრძვის ლონგ-ბრანჩის ერთ-ერთ ქუჩაზე

მამაკაცი შტორმის დროს აღელვებულ ოკეანეს უყურებს ბოსტონის გარეუბან ლინში

ქალი თოვლისგან წმენდს საკუთარ მანქანას ბოსტონში

თოვლიანი ქარიშხლის მოახლოვებამდე თვითმფრინავი Jet Blue ელოდება აფრენას ლოგანის საერთაშორისო აეროპორტში, უინტროპსა და ბოსტონს შორის, მასაჩუსეტსი