ფარაჯანოვის ხსოვნას: თბილისში ოსტატისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

გამოწერა

თბილისში ცნობილი კინორეჟისორისა და მხატვრის სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ.

ღონისძიებაზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაიმართა კინორეჟისორის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პერფორმანსი. სტუმრებისთვის შესრულდა „ცეკვა ბროწეულებით“ ფილმიდან „საიათნოვა“ (სადაც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა). მოგვიანებით გაიმართა სერგო ფარაჯანოვის სახელობის სამხატვრო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორია საქართველოს სომეხთა კავშირი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე ინტელიგენციისა და ხელოვნების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0