ქართული თაფლი ევროპაში: ხუთჯერ ძვირი, ვიდრე ჩინური და არგენტინული

© Pixabay / fancycrave1თაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 14 100 აშშ დოლარის ღირებულების თაფლია ექსპორტირებული.

იმის შესახებ, სად იყიდება ქართული თაფლი და რა პერსპექტივები აქვს მის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე, „Sputnik-საქართველო" სოფლის მეურნეობის სამინიტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძეს ესაუბრა.

© FB / Tengiz Kalandadzeთენგიზ კალანდაძე
თენგიზ კალანდაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ კალანდაძე

— ამჟამად საქართველოდან თაფლის ექსპორტირება ხდება აზიის ქვეყნებში და ისიც მცირე რაოდენობით, ვინაიდან ვერ ხერხდება ერთგვაროვანი თაფლის დიდი მასის შეგროვება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი წარმოება გავაძლიეროთ.

– რამდენად პერსპექტიულია ევროპის ბაზარი ქართული თაფლისთვის?

— ევროპის ბაზარი არის ყველზე დიდი, ძვირი და პოლიტიკური რყევებისგან დაცული ბაზარი, ამიტომ მისკენ მთელი მსოფლიო მიილტვის. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე ხუთი წელია ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ევროპის ბაზარზე საქართველოდან თაფლის ექსპორტირება მოხდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ ევროპამ აღიარა ჩვენი კონტროლის სისტემა და ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა.

ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართული თაფლი ე.წ. მასობრივი მოხმარების პროდუქტი არ არის. მაგალითად, ჩინურთან და არგენტინულთან შედარებით, რომლებიც ორი დოლარი ღირს, ქართული თაფლი საკმაოდ ძვირადღირებულია. იგი გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით, ეკოლოგიური სისუფთავით და ეს ძალიან კარგად იციან უცხოელმა ექსპერტებმაც.

© Pixabay / explorerbobთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
თაფლი

– რა უშლის ხელს ქართული თაფლის ექსპორტს ევროკავშირში?

– ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ხერხდება ოჯახური წარმოებების დონეზე ერთგვაროვანი პროდუქციის შეგროვება და მისთვის სასაქონლო სახის მიცემა. როდესაც მეწარმე აწარმოებს, მაგალითად, ორ-სამ ან ხუთ ტონა თაფლს წელიწადში, ეს ევროპის ბაზრისთვის ძალიან მცირეა. ევროპელ მომხმარებელს და ბიზნესს სჭირდება ერთგვაროვანი თაფლის დიდი პარტიებით მიწოდება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, კოოპერატივების განვითარების სააგენტო თავიდან გორში გააკეთებს თაფლის მიმღებ და გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც მოხდება ერთგვაროვანი თაფლის მიღება, კუპაჟირება, სასაქონლო სახის მიცემა და მარაგების შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირში შემკვეთისთვის მისი დიდი პარტიებით მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროთა განმავლობაში ეს საწარმო კერძო სექტორის ხელში გადავიდეს და ის მეპაიეებმა ეტაპობრივად გამოისყიდონ. ამას დაახლოებით სამი-ხუთი წელი დასჭირდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენ თავიდან საშუალებას ვაძლევთ კოოპერატივებს და ფერმერებს, რომ გაერთიანდნენ და ვუშენებთ საწარმოს, მაგრამ როცა მათ ეს საწარმო გადაეცემა, ის, პირიქით, შემოსავალს შემოიტანს ბიუჯეტში.

თაფლი - Sputnik საქართველო
საქართველო - თაფლის სამშობლოც?!

– ევროკავშირის ბაზარს თავისი სტანდარტები აქვს, რამდენად შეესაბამება მათ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი?

— სტანდარტებს რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ტექნიკური რეგლამენტი თაფლის შესახებ, რომელიც არის სავალდებულო დოკუმენტი შესასრულებლად და სადაც არის გაწერილი როგორც უვნებლობის, ასევე ხარისხის პარამეტრები. ჩვენ ასევე აღვჭურვეთ შეძლებისდაგვარად ჩვენი ლაბორატორია, რომელიც გარკვეულ ანალიზებს აკეთებს. რაც შეეხება რთულ და ძვირადღირებულ ანალიზებს, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ სპეციალისტებს არა აქვთ ათვისებული, მათი გაგზავნა იმ საერთაშორისო ლაბორატორიებში შეგვიძლია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, მაგალითად, ლატვიის ლაბორატორიაში. რაც შეეხება პირველადი წარმოების ეტაპზე პროდუქციის ხარისხს, მინდა აღვნიშნო, რეგიონებში ტრენინგებით და კარგი საინფორმაციო კამპანიით მივიღეთ ის შედეგი, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული თაფლის ხარისხი, ჩვენი ფერმერები ძალიან დაინტერესებული არიან გასაღების ახალი ბაზრებით. ამ მხრივ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ბაზარი, სადაც მათ შეუძლიათ გაცილებით ძვირად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.

მეფუტკრეები სკებთან - Sputnik საქართველო
თაფლი: ყველაზე სასარგებლო სახეობები და ამოსაცნობი ნიშნები

– რა ეღირება ევროპაში ქართული თაფლი?

– საქართველოში 1 კგ ქართული თაფლის საშუალო ფასი 15 ლარია, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის საკმაოდ ძვირია. ეს იმით არის განპირობებული, რომ ქართული თაფლი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. გვხვდება მონოფლორული თაფლი, ალპური ზონის თაფლი, რომელიც ძვირადღირებული პროდუქციაა. ასე ფიქრობენ ევროპელი ექსპერტებიც, ამიტომ ევროპის ბაზარზეც, ჩვენი ვარაუდით, ქართული თაფლის ფასი 10 დოლარიდან უნდა დაიწყოს.

© Sputnik / Maria Tsimintiaთაფლი
თაფლი - Sputnik საქართველო
თაფლი

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0