მსახიობი აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა

© National Library of Georgiaაბრექ ფხალაძე
აბრექ ფხალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მსახიობი აბრეკ ფხალაძე 97 წლის იყო.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა.

ცნობილი ქართველი მსახიობი აბრეკ ფხალაძე 97 წლის იყო.

აბრეკ ფხალაძე ბევრ ფილმშია გადაღებული. მისი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კინოროლია ფილმ „შერეკილებში“ (1973) განსახიერებული ნოშრევან კუჭუხიძის პერსონაჟი.

© National Library of Georgiaაბრექ ფხალაძე
აბრექ ფხალაძე - Sputnik საქართველო
აბრექ ფხალაძე

გარდა ამისა, ის გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „სამოთხის გვრიტები“ (1997), „მეტიჩარა“ (1988), „დამშვიდობება“ (ხანა ჩვენი ბავშვობისა — 1987), „საფეხური“ (1986), „წერილი ნაძვებს“ (1986), „ადამიანთა სევდა“ (1984), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981), „ძნელი დასაწყისი“ (1981), „გზა შინისაკენ“ (1981), „თერმომეტრი“ (1975), „მშვენიერი კოსტუმი“ (1973), „გამსვლელი პაიკი“ (1970).

მსახიობი აბრეკ ფხალაძე  1920 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა.


ყველა ახალი ამბავი
0