თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მოსკოვის „ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" მფლობელი გახდა, იუწყება Р-спорт.
ჯანაშიამ კლუბის აქციების 100% ონლაინ-აუქციონზე 61 ათას ლარად შეიძინა. აუქციონის პირობებით, მყიდველმა და ზუგდიდის მერიამ შეთანხმებას კლუბის გადაცემის შესახებ ხელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოაწერონ.
გასული სეზონის შედეგებით, „ზუგდიდმა" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და მესამე დივიზიონში გადავიდა. კლუბმა 36 მატჩში 25 ქულა მოაგროვა.
ჯანაშია მოსკოვის „ლოკომოტივში" 1996-2001 წლებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მან ცხრა თამაში ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.