გურჯაანში თვეზე მეტია 24 წლის მამაკაცს ეძებენ

გამოწერა
დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 26 ნოემბრიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

როგორც დაკარგული გიორგი დარჩიაშვილის დედა „Sputnik-საქართველოსთან" აცხადებს, მისი შვილი ბოლოს მარტყოფის მონასტერში უნდა წასულიყო, მას შემდეგ კი მისი კვალი არსად ჩანს.

„სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა. ჩემ მეორე შვილთან დაიბარა, მარტყოფის მონასტერში მივდივარო, მაგრამ იქ არ მისულა. შემდეგ შეგვეშინდა და დავურეკეთ მამაოს, რომელმაც გვითხრა, გიორგი აქ არ ყოფილაო. სწორედ მას შემდეგ დავიწყეთ ძებნა. გამომძიებელი გვეუბნება, ვეძებთო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ვითხოვთ დახმარებას", — განაცხადა დაკარგულის დედამ ანა მელექსიშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე დარჩიაშვილის იტენსიური ოპერატიული ძებნა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0