ანა დოლიძის სამი მთავარი ამოცანა

© FB / Giorgi Margvelashviliანა დოლიძე და გიორგი მარგველაშვილი
ანა დოლიძე და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა დოლიძემ თავის მთავარ ამოცანებად დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეფექტურობისა და მის მიმართ ნდობის ზრდა, და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლება

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ სახელმწიფო მეთაურს, გიორგი მარგველაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე მუშაობისას თავისი მთავარი ამოცანები დაასახელა.

დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომლის ოთხწლიანი ვადა ამ თანამდებობაზე 16 იანვარს იწურება.

„მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რომელიც იმ უამრავი სფეროდან, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს სასამართლოსთან მიმართებაში ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანებად მიმაჩნია. მოგეხენებათ, სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფეეტქიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ამ მხრივ ჩვენ ბევრი მოქალაქე ყოველ დღე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს მოლოდინი თვეები და ხშირად წლებიც კი გრძელდება“, — განაცხადა დოლიძემ.

Президент Грузии Георгий Маргвелавшили и парламентский секретарь Анна Нацвлишвили - Sputnik საქართველო
ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

მან აღნიშნა, რომ მისი მეორე ამოცანა გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლება, რაც უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს გახსნილობით და ანგარიშვალდებულებით ხალხის წინაშე. დოლიძის მესამე ამოცანას სასამართლო ხელისუფლების ნდობის ამაღლება და მისი ავტორიტეტის ზრდა წარმოადგენს.

„სასამართლო კორპუსი შედგება 300-ზე მეტი ადამიანისგან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სასამართლო სისტემაში, ისე იუსტიციის საბჭოში არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ცდილობენ ძირეული ცვლილებების განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაში“, — განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.

„ყოველი დღე, გატარებული ამ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩემს კოლეგებთან, მე გამორჩეულად დამამახსოვრდება“, — ხაზგასმით აღნიშნა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო — დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სასამართლო სისტემაში ყველა პროცესს აკონტროლებს. საბჭოს კომპეტენციაში, სხვა ყველაფერთან ერთად, საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი დისციპლინის შეფასების საკითხები შედის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრი შედის. ესენი არიან უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, რვა მოსამართლე, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენციის წევრები ირჩევენ. კიდევ ხუთ ადამიანს პარლამენტი ირჩევს, ერთს — პრეზიდენტი წარადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0