უმსხვილესი მოგება შვეიცარული ლატარიის ისტორიაში და გაუჩინარებული გამარჯვებული

© Pixabay / Alexas_Fotosევრო
ევრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ირკვევა, წინასაახალწლო გათამაშებაში გამარჯვებული 2017 წლის 19 დეკემბერს გამოვლინდა, მოგებულმა თანხამ 157 მლნ ფრანკი, დაახლოებით 134 მლნ ევრო შეადგინა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შვეიცარული ლატარეის EuroMillions-ის ორგანიზატორები უკვე სამი კვირაა ელოდებიან გამარჯვებულს, რომელმაც ქვეყნის ლატარიის ისტორიაში უმსხვილესი ჯეკპოტი მოხსნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ზე დაყრდნობით.

ლატარეა - Sputnik საქართველო
საახალწლო შეცდომა: აშშ–ში ლატარეის ავტომატებმა მხოლოდ მომგებიანი ბილეთები გასცა

როგორც ირკვევა, წინასაახალწლო გათამაშებაში გამარჯვებული 2017 წლის 19 დეკემბერს გამოვლინდა. მოგებულმა თანხამ 157 მლნ ფრანკი, დაახლოებით 134 მლნ ევრო შეადგინა.

ლატარეის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოგებული ფულის მისაღებად ჯერჯერობით არავინ გამოცხადებულა, და ეს მაშინ, როცა, როგორც წესი, გამარჯვებულებს თანხა შედეგების გამოცხადებიდან ერთი კვირის განმავლობაში გააქვთ.

თუმცა უცნობ გამარჯვებულს ჯერ კიდევ საკმაო დრო აქვს იმისთვის, რომ მოგებული ფული მიიღოს. კუთვნილი მილიონების აღება მას ივლისის ბოლომდე შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0