შსს-მ მტკვარში ნაპოვნი 19 წლის ახალგაზრდის მკვლელი დააკავა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს — 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

„ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს", – ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
დაკარგული ახალგაზრდის ცხედარს მტკვრის სანაპიროზე მიაგნეს

ფაქტის შემსწრე ხუთი პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე („განზრახ მკვლელობა") მუხლით, რაც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიება ასევე მიმდინარეობს და 376-ე მუხლით („დანაშაულის შეუტყობინებლობა"), რაც ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0