„ეს ქალი ჩემთვინ მინდა“, ანუ საშინლად უთანასწორო ქორწინება – სოციალური ექსპერიმენტი

გამოწერა

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად 30 000 უწლოვანი გოგონა თხოვდება, თანაც უთანასწოროდ უცნობ, ან სულაც საძულველ მამაკაცზე.

ამ რიცხვის თავზარდამცემობის გასააზრებლად სხვაგვარად გეტყვით: მსოფლიოში ყოველ სამ წამში ერთხელ თითო ბავშვს ათხოვებენ და ამით ართმევენ ბავშვობას, განათლებისა და საკუთარი ცხოვრების მართვის უფლებას.

ასე რომ, თუ გგონიათ, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ღრმა წარსულში ხდებოდა, მწარედ ცდებით. ეს დღესაც ხდება, მათ შორის, ცივილიზებულ ქვეყნებშიც.

ბავშვთა ქორწინების პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით იუთუბერმა კობი პერსინმა ნიუ-იორკის ცენტრში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, ვიდეოფირზე გადაიღო და „იუთუბზე“ ატვირთა.

ეს საკმაოდ მძიმედ საყურებელი ვიდეოა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ამბავი გამოგონილია და 65 წლის მამაკაცის 12 წლის გოგონაზე დაქორწინების სცენარი დადგმულია. მაგრამ, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, გთხოვთ, ბოლომდე ნახოთ ეს კადრები, რათა შეძრწუნებულებმა არასდროს დაუშვათ მსგავსი რამ თქვენ გვერდით. ასეთი რამ ხომ ჩვენშიც ხდება!

ყველა ახალი ამბავი
0