ტანკერების შეჯახება ზღვაში: ხანძარი და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულები – ვიდეოკადრები

© REUTERS / China Central Television (CCTV) photoДым и огонь над судами после столкновения в Восточно-Китайском море. Зарегистрированный в Панаме танкер SANCHI с иранской нефтью загорелся после столкновения с китайским грузовым кораблем
Дым и огонь над судами после столкновения в Восточно-Китайском море. Зарегистрированный в Панаме танкер SANCHI с иранской нефтью загорелся после столкновения с китайским грузовым кораблем - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტანკერის ბორტზე მყოფი 32 ადამიანიდან, რომლებიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ, 30 ირანის მოქალაქეა, ხოლო ორი - ბანგლადეშისა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მშრალ ტვირთმზიდთან შეჯახების შემდეგ ცეცხლმოკიდებული ნავთობტანკერი შესაძლოა აფეთქდეს და ჩაიძიროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ინციდენტის შედეგად გაუჩინარებულია ტანკერის ეკიპაჟის 32 წევრი. მათი ძებნა გრძელდება. ამ დროისათვის ნაპოვნია ერთი მეზღვაურის ცხედარი, რომელსაც შანხაიში გადაიყვანენ შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად და ვინაობის დასადგენად.

​ავარია 6 იანვრის საღამოს მოხდა. ტანკერი, რომელიც ირანულ კომპანია Sanchi-ს ეკუთვნოდა და პანამის დროშით ცურავდა, ჰონგ-კონგის მშრალ ტვირთმზიდ CF CRYSTAL-ს შეეჯახა. ტანკერის ბორტზე მყოფი 32 ადამიანიდან 30 ირანის მოქალაქეა, ხოლო ორი — ბანგლადეშისა. რაც შეეხება ჰონგკონგურ ტვირთმზიდს, მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 21 წევრიდან ყველას გადარჩენა მოხერხდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე ოთხი სამაშველო და სამიც სპეციალური ხომალდი გაგზავნა დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციოდ. სამხრეთ კორეამ, თავის მხრივ, დაკარგული მეზღვაურების ძებნის საქმეში ერთი ხომალდი და ვერტმფრენი ჩართო. მოგვიანებით ოპერაციას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიც შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0