საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადები იცვლება

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისაბაჟო გაფორმების პუნქტი
საბაჟო გაფორმების პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა 5 წლის ნაცვლად 180 დღე გახდება, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, 2 წლით განისაზღვრა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„საუბარია საბაჟო საწყობებში წლობით მიტოვებულ საქონელზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა როგორც საწყობის მფლობელებს, ასევე საგადასახადო ორგანოებს, რადგან შეუძლებელი ხდებოდა ასეთი საქონლის განკარგვა, რადგან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვა იყო უვადო, ხოლო დროებით შენახვა – 5-წლიანი“, — აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
სარფის საბაჟო: იარაღი, ოქრო, ნარკოტიკი – რა იქნება შემდეგ

საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონლის პრობლემის მოგვარების მიზნით შევიდა და ის საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის პრობლემა. 

მართალია, ცვლილება ამოქმედებულია 2017 წლის 14 ივლისიდან, თუმცა იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში დროებით შენახული იყო ამ ცვლილების ამოქმედებამდე, დროებით შენახვის 180-დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. 

ყველა ახალი ამბავი
0