თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პოპულარული რუმინული პოპ-ჯგუფი Akcent თბილისში 2018 წლის 3 მარტს პირველად გამოვა. ანსამბლის კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.
მუსიკოსი ანდრიან კლაუდიუ სინე (Adrian Claudiu Sâna), რომელიც ანსამბლის ერთადერთი სოლისტია, დედაქალაქს 2018 წლის თავისი ტურნეს ფარგლებში ეწვევა
კონცერტის ორგანიზატორია კომპანია FIX Group. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში, ასევე ონლაინ.