გასულ შაბათ-კვირას საქართველოს დედაქალაქი ძლიერმა ნისლმა მოიცვა და თბილისი საახალწლო განათებების ფონზე ზღაპრულ ქალაქად აქცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქის ცენტრი ნისლში.
ნისლმა თბილისი შეცვალა — ქალაქმა დაკარგა ჩვეული კონტურები და იდუმალებით მოცულ ზღაპრულ ადგილად იქცა. ძლიერი ღრუბლიანობა და ნისლი, ჩვეულებრივ, ნალექს მოასწავებს, თუმცა თბილისში თოვლი, სინოპტიკოსების პროგნოზებით, მხოლოდ ხუთშაბათს წამოვა.

ნისლმა თბილისი შეცვალა - ქალაქმა დაკარგა ჩვეული კონტურები და იდუმალებით მოცულ ზღაპრულ ადგილად იქცა. ფოტოზე - სიონის გუმბათი

ხედი მეტეხის ხიდსა და მეიდანზე გორგასლის ძეგლის მოედნიდან. ქალაქის ცენტრში ნისლის გამო ბევრი შენობა არ ჩანს

ვახტანგ გორგასალიც თითქოს ავტომობილისტებს ანიშნებს, ფრთხილად იარონ უამინდობაში

ნისლში მეტეხის ეკლესიაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა

ნისლი ქალაქის ქუჩებში საღამოს დადგა - დღის განმავლობაში ძირითადად მზიანი ამინდი იყო

ზამაგიეროდ საღამოს ქალაქის სტუმრები და მაცხოვრებლები ქალაქის ცენტრში სეირნობისას თითქოს ზღაპარში აღმოჩნდნენ

ასე გამოიყურებოდა ნისლში მტკვრის სანაპირო და მშვიდობის ხიდი ნისლში

ნისლი იმდენად ძლიერი იყო, რომ გორგასლის ძეგლიდან ძველი თბილისის მხოლოდ პატარა მონაკვეთი ჩანდა

ქალაქში მოსეირნე ბევრმა ტურისტმა გადაუღო ფოტო ნისლით მოცულ ქალაქს

ნისლის დროს ასე გამოიყურებოდა ვახტანგ გორგასლის ძეგლი და მეტეხის ეკლესია მეტეხის ხიდიდან

საახალწლო განათებები ქალაქის ცენტრში და მეტეხის ხიდის მხატვრული განათებები ნისლის ეფექტს აძლიერებდა, დღის საათებში ეს ადგილი შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება

ასე გამოიყურებოდა ნისლში ნარიყალა და მის ტერიტორიაზე განთავსებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესია

ტურისტები უყურებენ ნისლით მოცულ ქალაქს

ნისლში დაიმალა პრეზიდენტის სასახლეც

ევროპის მოედნიდან რიყის პარკის დანახვაც გართულდა ნისლის დროს

ქალაქი ნისლის დროს ჯადოსნური და იდუმალებით მოცული გახდა. ხუთშაბათს კი სინოპტიკოსები თბილისში თოვლს გვპირდებიან