BBC-მ ჩიჩილაკს საშობაო ნაძვის ხის ალტერნატივა უწოდა

გამოწერა
ჩიჩილაკი - ახალი წლის ტრადიციული ქართული სიმბოლო – ბრიტანული BBC-ს ობიექტივში მოხვდა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ბრიტანული BBC-ს ვებ-გვერდმა ქართულ საახალწლო ჩიჩილაკს ცალკე რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ტყის თხილის გამხმარი ტოტებისგან მზადდება და ამით ტყე არ ზიანდება.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ასწლეულებია და ათასწლეულებიც კი, რომ არსებობს სადღესასწაულო ნაძვის ხის — ჩიჩილაკის დამზადების საკუთარი ტრადიცია და ქართველებს სწამთ, რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს.

რეპორტაჟი იწყება ლონდონის, რომის, პარიზის საახალწლო ნაძვის ხეებით. BBC-ს ჟურნალისტები სვამენ კითხვას — ეს ზედმეტად ერთგვაროვანი ხომ არ არის?

„არის ალტერნატივა საქართველოდან. ესაა ჩიჩილაკი — ქართული საახალწლო მორთულობა. მისი ისტორია ასწლეულებს, ათასწლეულებს ითვლის", — აღნიშნულია BBC-ს სიუჟეტში.

რეპორტაჟში მოხვდა ჩიჩილაკების დამზადების ოსტატი გია დათაშვილი. ის საუბრობს, რომ ადრე თითქმის ყველა ოჯახში იცოდნენ ჩიჩილაკის გამოთლა, ახლა კი ტრადიცია დაიკარგა. ოსტატის თქმით, ჩიჩილაკის გასაკეთებლად ხის მოჭრა არ არის საჭირო. ამისთვის იყენებენ თხილის ტოტებს, რომლებსაც ისედაც ჭრიან ზამთრისთვის.

© Sputnik / Levan Avlabreliჩიჩილაკი
Чичилаки новый год - Sputnik საქართველო
ჩიჩილაკი

დათაშვილი აღნიშნავს, რომ ჩიჩილაკი გურიაში ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში წარმოიშვა და მას რთავენ არა საახალწლო სათამაშოებით, არამედ მანდარინით, ჩურჩხელით, კანფეტებით, ვაშლებით, ახლა კი ასევე მოდური გახდა ჩიჩილაკზე დოლარის დაკიდება.

ამ ახალი წლისთვის ოსტატმა ორი ათასზე მეტი ჩიჩილაკი გააკეთა, თანაც ისე, რომ არც ერთი ხე არ მოუჭრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0