თურქეთის კლინიკები პანკისში დაჭრილი მაჩალიკაშვილის მიღებაზე დათანხმდნენ

© AFP 2024 / BULENT KILICსასწრაფო დახმარების მანქანა სტამბულში
სასწრაფო დახმარების მანქანა სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ საზღვარგარეთულ კლინიკაში წაიყვანოს ის მკურნალობის გასაგრძელებლად.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე მზადყოფნა თურქეთის ორმა კლინიკამ განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა.

ქართველი მედიკოსები 19 წლის მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებას რამდენიმე კონსილიუმის შემდეგ დათანხმდნენ.

ახლა მაჩალიკაშვილის ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს ის მკურნალობას. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან.

უფრო ადრე მაჩალიკაშვილის მიღებას ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკა დათანხმდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარეობა ჯერ კიდევ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დინამიკა არ შეინიშნება.

სპეცოპერაციის მსვლელობისას, რომელიც თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარდა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო მეხუთე ეჭვმიტანილი – თამირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს.

სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილი, ალდამოვი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი და მაჩალიკაშვილი ჩატაევსა და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ, რომ ისინი თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი შოაიპ ბორზიევი დაკავებულია. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს–ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღო სუს-ის ორმა და შსს-ს ორმა თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0