თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა ხანძრის დროს ნიუ-იორკში Trump Tower-ის შენობაში, იუწყება РИА Новости ქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი, რომელიც ცათამბჯენის სახურავზე სავენტილაციო სისტემაში გაჩნდა, ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა.
Trump Tower-ის ბოლო სამ სართულზე მდებარე პენტჰაუსში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლესთან მელანია ტრამპთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს.
ხანძრის მომენტში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შენობაში არ იმყოფებოდა. პრეზიდენტის შვილმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ მეხანძრეები ადგილზე შეტყობინების შესვლიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ.