შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ 376 აბი „სუბოქსინი" და გაყიდული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული ერთ-ერთი ბრალდებულის ა.კ.-ს პირადი ავტომობილის ჩხრეკისას 376 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს.

ამას გარდა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. დამნაშავე პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. მის მიერ გაყიდული ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ი.ჩ.-ს მიმართ მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით („დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება"), რაც ითვალისწინებს 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. მეორე ბრალდებულის — ა.კ.-ს მიმართ გამოძიება დაწყებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა") და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0