შოთიკო ნოზაძე: ვერიდებოდი სოციალურ ქსელში მისი ფოტოების ატვირთვას
„ვერიდებოდი სოციალურ ქსელში მისი ფოტოების ატვირთვას. ძალიან კარგი ბავშვია, მშვიდი, წყნარი, აზრიანი. ის არის ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილია. ვხვდები, რომ სხვა განზომილებაში გადავედი“, ამბობს ნოზაძე.
მსახიობის თქმით, იგი ნელ-ნელა ეგუება ამ ყველაფერს და სწავლობს მამობას. სურს არ იყოს მკაცრი მამა და შვილი თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გაზარდოს.