საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას შობას ულოცავს

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო დღეს უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, ქრისტეშობას აღიშნავს.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო დღეს უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, ქრისტეშობას აღიშნავს. საშობაო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე“ – პრეზიდენტმა პატრიარქს მიულოცა

„ყველას დიდი სიყვარულით და სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს ყოველ წელს ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი“, — განაცხადა პრეზიდენტმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ.

მარგველაშვილმა ისაუბრა პატრიარქის ეპისტოლეს უდიდეს მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ახალი საშობაო ეპისტოლე  მისთვის არის ხედვა, თუ  როგორ  შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა. 

გიორგი მარგველაშვილი შობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.  მსახურების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს — პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.


ყველა ახალი ამბავი
0