აფეთქება სტოკჰოლმში - დაღუპულია ერთი მამაკაცი

© REUTERS / Daniel Diksonპოლიცია სტოკჰოლმში
პოლიცია სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტოკჰოლმის გარეუბანში ჰუდინგის კომუნაში მეტროსადგურ Varby Gard-ის მახლობლად აფეთქება მოხდა

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ჰუდინგის რაიონში სტოკჰოლმის მეტროსადგურ Varby Gard-სთან ახლოს იპოვა საგანი, რომელიც ბომბი აღმოჩნდა, იუწყება РИА Новости სტოკჰოლმის პოლიციაზე დაყრდნობით.

ხალხი ტერაქტის ადგილზე ქაბულში - Sputnik საქართველო
აფეთქება ქაბულში: აფეთქების შედეგები

ინციდენტი 13:07 საათზე მოხდა, მომხდარის ადგილი გადაკეტილია. როგორც პოლიციაში განმარტეს, დაშავებული მამაკაცი 60 წლისა იყო, მას თან ახლდა 45 წლის ქალბატონი. დაშავებული მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი თანმხლები ქალბატონიც დაჭრილია.

„ქალს სახე და ფეხები დაუზიანდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, — ნათქვამია პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

პოლიცია ასევე იუწყება, რომ დაწყებულია წინასწარი გამოძიება მკვლელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ ფაქტზე.


ყველა ახალი ამბავი
0