შევარდნაძე: სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ახალი წელი არასოდეს დამავიწყდება

გამოწერა
ცნობილი მებაღე, ბიოლოგ-ბოტანიკოსი, „გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე თავის დაუვიწყარ ახალ წელზე საუბრობს.

შევარდნაძე: სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ახალი წელი არასოდეს დამავიწყდება
„სოფელში გავიზარდე, გურიაში. ჩვენმა დედა ღორმა მოიგო 12  გოჭი, ოღონდ ტყეში. მე და ბაბუა წავედით გოდრით გოჭების მოსაყვანად. თოვს, ძალიან ბარდნის.  იმისთვის, რომ ეს ღორი არ გადარეულიყო, ერთი გოჭი ბაბუამ მე მომცა ხელში, რომ დროდადრო დავანახო ღორს. ფუნქცია მქონდა, რომ გოჭები მშვიდობით მოგვეყვანა  სახლში… რომ მოვედით, უკვე ახალი წელი თენდებოდა.“

ზურა შევარდნაძე  თავის ახლობლებს კარგად ყოფნას და ახალი წლის  დადებითი განწყობით შეხვედრას  უსურვებს.

ყველა ახალი ამბავი
0