სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

© Sputnik / Alexander Imedashviliფანჯარაში შობაზე ანთებული სანთლები
ფანჯარაში შობაზე ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. 6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ზეიმობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც, უძველესი ტრადიციით, ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. დედაქალაქში  საზეიმო ლიტურგია სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში გაიმართა. მსახურებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ბროწეულის კურთხევა: სომხური ტრადიცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბროწეულის კურთხევა: სომხური ტრადიცია ბათუმში

სადღესასწაულო წირვის შემდეგ წყალკურთხევა- იესოს ნათლისღება  შესრულდა: სასულიერო პირმა, რომელმაც წირვა აღავლინა, წყალში წმიდა მირონი ჩააწვეთა და აკურთხა. ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებენ.  შემდეგ მღვდელი დადის მათ სახლებში და  ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც.

სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და, შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური