თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყოფილი ქართველი სამხედროებისგან შემდგარმა „ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები დატოვა, რომელთა შემადგენლობაშიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში იბრძოდა.
„2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურ ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობისა და მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების გამო“, — ნათქვამია „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, საუბარია 2017 წლის 16 დეკემბერის ოპერაციაზე, რომლის დროს „ქართული ლეგიონის“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა.
იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები თავიდან ლეგიონის მებრძოლების დათხოვნას აპირებდნენ, ახლა კი პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან იმ დაჭრილების დეპორტირება სურთ, რომლებსაც 2017 წლის 16 დეკემბერის ოპერაციის დროს 54-ე ბრიგადის მეთაურის, ალექსეი მაისტრენკოს უკანონო ბრძანებესა და მოქმედებებზე სიმართლის თქმა შეიუძლიათ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებს მთელი ამუნიცია ჩამოართვეს.
უახლოეს დროს მამულაშვილი და „ქართული ლეგიონის“ სხვა წარმომადგენლები პრესკონფერენციას ჩაატარებენ და მათი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრებენ.