ოჯახური ბიზნესი: გერმანიაში ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვანი გოგონა ნივთებს ვიტრინიდან იპარავდა, მამამისი კი ვიდეოდაკვირვების კამერებს ეფარებოდა

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. რამდენიმე აფთიაქის ძარცვის ფაქტზე გერმანიაში ქართველების ოჯახი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.

გერმანული მედიის ცნობით, მამა, დედა და ქალიშვილი ქალაქ ბრეკვედეში დააკავეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, მამა და შვილი აფთიაქებში შედიოდნენ. 16 წლის გოგონა დახლებიდან ნივთებს იპარავდა, ხოლო 34 წლის მამა ცდილობდა, ქალიშვილის საქციელი ვიდეოდაკვირვების კამერას არ დაეფიქსირებინათ.

მამა-შვილს გარეთ, მანქანაში დედა ელოდებოდათ.

გერმანული მედიის ცნობით, სამივე დაკავებული საქართველოს მკვიდრია.


ყველა ახალი ამბავი
0