ახალი წელი უიღბლო გამოდგა: 19 ადამიანი მას უმანქანოდ გაატარებს

CC0 / Pixabay / aitoff / ტირანოზავრი მანქანის სარკეში
ტირანოზავრი მანქანის სარკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს სანქციების ახალი სისტემის წყალობით 2018 წელს გზებზე სიკვდილიანობის მნიშვნელოვან შემცირებას ვარაუდობს

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე 19 ადამიანს ჩამოერთვა საქართველოში მართვის უფლება ე.წ. ქულების სისტემის შემოღების შემდეგ, იუწყება ტელეკომპანია Imedi შსს-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ე.წ. ქულათა სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოქმედებს — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულები 2017 წლის ბოლომდე იყო გათვლილი, 2018 წლიდან კი 100 ქულა ერთ წელიწადზე გადანაწილდება.

ავტომობილები თბილისში, მტკვრის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის გარეშე: შსს დარღვევათა სტატისტიკას აქვეყნებს

ყველაზე აშკარა დამრღვევები თბილისელები აღმოჩნდნენ: დედაქალაქში მართვის უფლება 10 ადამიანს ჩამოერთვა. საქართველოს რეგიონებში მართვის უფლება კიდევ ცხრა ადამიანმა დაკარგა.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, მძღოლები, რომლებმაც მართვის უფლება დაკარგეს, საჭეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიუსხდებიან.

ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენს: სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და პარკირების წესების დარღვევა.

რეკორდულ ვადებში — უკვე სექტემბერში — მართვის უფლება ქუთაისის მკვიდრმა დაკარგა.

შსს-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ავტოავარიების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით შემცირდა, დაღუპული ადამიანების რაოდენობა — 7%-ით, დაშავებულების — 12%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0