ქართული ანსამბლი „ალავერდი“ შობის დღესასწაულზე ბურიატიაში გამოვა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაახალწლო ბაზრობა "ცუმ"–ში
საახალწლო ბაზრობა ცუმ–ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურიატიაში ფესტივალი კათოლიკური შობის დღეებში დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ქართული ხალხური ვოკალური ანსამბლი „ალავერდი“ 6 იანვარს ულან–უდეში, ბაიკალის საშობაო IX მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამოვა. ფესტივალი 20 დეკემბერს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება. 

ბაიკალის ყოველწლიური საშობაო მუსიკალური ფესტივალი მუსიკალური სამყაროს ერთ–ერთი დიდი მოვლენაა ციმბირში. ტრადიციულად, ფესტივალი კათოლიკური შობის დღეებში იწყება.

თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები ალილოს მთავარი მონაწილეები არიან - მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან პირველ რიგებში მიმავლები ქრისტეს შობის შესახებ მღერიან. - Sputnik საქართველო
ალილო – ლამაზი და სანახაობრივი საშობაო მსვლელობა

ბაიკალის ფესტივალზე 6 იანვარს ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან პოლიფონიური სიმღერის ქართულ კვარტეტს „ალავერდი“ და ვირტუოზ მოცეკვავე ალექსანდრე ჭუმბურიძეს.

„ალავერდის“ მომღერლები – ეს უბრალოდ ხალხური სიმღერის ოსტატები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეყვარებული არიან თავიანთ კულტურაში, რომელთათვისაც სიმღერა – ეს ცხოვრების სახეა. მათ რეპერტუარშია საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხის სიმღერები, საგალობლები, ასევე ქრისტიანობამდელი პერიოდის მუსიკალური საგანძური. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე მუსიკოსი, რომელიც ვირტუოზულად ასრულებს პრაქტიკულად ყველა ქართულ საკრავზე“, – აღნიშნულია ბურიატიის სახელმწიფო კონსერვატორიის ვებ–გვერდზე.

ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი შემსრულებლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0