„ოპერატიული ნამუშევარია“ - ტურისტმა მაშველებს მადლობა გადაუხადა

© Photo: Courtesy of Elisabet Zhudroხედი თეთნულდიდან
ხედი თეთნულდიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში ტურისტები აკრძალულ ზონაში გადავიდნენ, ამან ზვავის უეცარი ჩამოსვლა გამოიწვია

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. თეთნულდზე ზვავში მოყოლილმა ტურისტმა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოში, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფი, თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა. 

ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი. 

მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ტურისტს დამხარება ოპერატიულად გაუწიეს. 

„ბიჭები ძალიან სწრაფად, დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ. თუ გავითვალისწინებთ მთის სიდიდეს, სადაც მე ვიყავი, ისინი ძალიან ოპერატიულად და პროფესიულად მოქმედებდნენ. სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დავრჩი, ისე სწრაფად მოახდინეს ყველაფერზე რეაგირება“, — ყვება ტურისტი. 

დაშავებულს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, დაზარალებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა სათხილამურო გზები და მისი მიმდებარე ტერიტორია შემოწმებეს და გაწმინდეს, თუმცა ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში ზვავსაშიშროების საფრთხე გაზრდილია.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.


ყველა ახალი ამბავი
0