თბილისში მტკვარში ქალი გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელი მტკვრის სანაპიროზე
პოლიციელი მტკვრის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი მაშველებმა გადაარჩინეს

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ძველ თბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალბატონი მდინარე მტკვარში გადავარდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.  

ქალი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. 60 წლამდე ქალბატონს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ის მცირე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, აღნიშნეს სააგენტოში.

უცნობია, ეს შემთხვევით მოხდა, თუ სუიციდის მცდელობა იყო.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.




ყველა ახალი ამბავი
0