ტურისტების დაუდევარმა საქციელმა მთაში ზვავი გამოიწვია – შედეგად ერთი ტურისტი დაშავდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaგადარჩენილი ტურისტი
გადარჩენილი ტურისტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტებმა სრიალი იქ გადაწყვიტეს, სადაც სათხილამურო ტრასა არ არის, ამან კი სერიოზული შედეგები გამოიწვია

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ექსტრემალი ტურისტი ზვავიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ექსტრემალური სპორტის ოთხი მოყვარული იმ ადგილას დაეშვა, სადაც სათხილამურო ტრასა არაა და ამით ზვავის პროვოცირება მოახდინა. სამმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე თოვლში ჩარჩა.

მაშველებისა და მოთხილამურე პატრულების მუშაობის წყალობით, მოხერხდა ტურისტის თოვლიდან გამოყვანა. დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი და მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0